ფეხბურთი

11:04 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კევინ გამეირო 13 წლის შემდეგ მშობლიურ გუნდში დაბრუნდა

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი კევინ გამეირო საფრანგეთში დაბრუნდა და კარიერას „სტრასბურში“ გააგრძელებს, რომელიც მისი მშობლიური გუნდია. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

34 წლის თავდამსხმელმა კლუბთან, სადაც მისი კარიერა დაიწყო, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გამეირო „სტრასბურში“ 2005-2008 წლებში თამაშობდა და 68 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ მან „ლორიენში“, პსჟ-ში, „სევილიაში“, „ატლეტიკოსა“ და „ვალენსიაში“ ითამაშა. საფრანგეთის ნაკრებში გამეირომ 13 თამაშში 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122789