ავტოსპორტი

0:47 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა ფერსტაპენის გამარჯვებათა სერია შეწყვიტა

მათი ბრძოლა მხოლოდ ერთი წრე გაგრძელდა და ეს სანახაობა, ბევრი კარგი რბოლის ტოლფასი იყო. მაგრამ პირველივე წრის წრის მეცხრე მოსახვევში, შეჯახებით დასრულდა, რამაც ასპარეზობას მაქს ფერსტაპენი გამოთიშა. ლუის ჰამილტონს სტიუარდბმა 10-წამიანი ჯარიმა გამოუწერეს, რადგან შეჯახებაში სწორედ მისი ბრალი შენიშნეს.

შემდეგ იყო რბოლა ფერსტაპენის გარეშე, რომლის დროსაც, ჰამილტონს ის 10 წამი უნდა გაექარვებინა. მან ეს შეძლო - რბოლის მიწურულს დაეწია შარლ ლეკლერს და ფინიშამდე 2 წრით ადრე, გაასწრო კიდეც.

ფერსტაპენის კედელთან შეჯახება 51G-ს გადატვირთვით მოხდა. მან კოკპიტი თავა დატოვა, თუმცა ცოტა კი გაუჭირდა. რბოლის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ის ჯერ ადგილობრივ მედცენტრში გასინჯეს, შემდეგ კი, ყოველი შემთხვევისთვის, ჰოსპიტალში გადაიყვანეს და უფრო დაწვრილებითი შემოწმება გაატარეს. ბედად, ჩემპიონატის ლიდერი დაზიანებას გადაურჩა.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში მეოთხე, კარიერაში კი 99-ე გამარჯვება მოიპოვა. რა თქმა უნდა ერჩივნა, რომ ეს ფერსტაპენთან უშუალო ბრძოლაში მომხდარიყო, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ეს ძალიან ძნელი იქნებოდა, თუ შეუძლებელი არა.

მოკლედ, ჰამილტონმა სილვერსტოუნზე მისული 140 000 მაყურებელი გაახარა და ჰოლანდიელ მეტოქესთან ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა. ამით ის ტიტულისთვის ბრძოლაშიც დაბრუნდა. მისი „მერსედესი“ კი ლიდერ „რედ ბულს“ ახლა უკვე 4 ქულითღა ჩამორჩება. საერთოდ, წითელი ხარებისთვის ეს უიღბლო რბოლა იყო - მათ ქულის აღებაც კი ვერ მოახერხეს.

სამქიმიანებმა კი კვარცხლბეკზე პირველი და მესამე საფეხურები დაიკავეს. მესამე ადგილი ვალტერი ბოტასს ერგო. სერხიო პერესმა კი სტარტი პიტლეინიდან აიღო და ქულებში შესვლა ვერ მოახერხა. სხვათა შორის, რბოლის უსწრაფესი წრე მექსიკელს ეკუთვნის, მაგრამ მან ამისთვის ქულა ვერ მიიღო, რადგან რბოლა ათეულს მიღმა დაასრულა.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

სილვერსტოუნი, 306.198 კმ (5.891 კმ, 52 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:58.23.284
  2. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 3.871
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 11.125
  4. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 28.573
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 42.624
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 43.454
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1'12.093
  8. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1'14.289
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1'16.162
  10. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1'22.065
  11. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'25.327
  12. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  13. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  14. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  15. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  16. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1 წრე
  17. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 1 წრე
  18. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1 წრე
  19. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 12 წრე
  20. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 52 წრე

უსწრაფესი წრე: სერხიო პერესი - 1:28.617 (51-ე წრე, 239.317 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია:

1. მაქს ფერსტაპენი - 185 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 177; 3. ლანდო ნორისი - 113; 4. ვალტერი ბოტასი - 108; 5. სერხიო პერესი - 104; 6. შარლ ლეკლერი - 80; 7. კარლოს საინსი - 68; 8. დანიელ რიკარდო - 50; 9. პიერ გასლი - 39; 10. სებასტიან ფეტელი - 30; 11. ფერნანდო ალონსო - 26; 12. ლანს სტროლი - 18; 13. ესტებან ოკონი - 14; 14. იუკი ცუნოდა - 10; 15-16. კიმი რაიკონენი და ანტონიო ჯოვინაცი - 1; 17-20. ჯორჯ რასელი, ნიკოლას ლატიფი, მიკ შუმახერი და ნიკიტა მაზეპინი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიოანტი:

1. რედ ბულ-ჰონდა - 289 ქულა; 2. მერსედესი - 285; 3. მაკლარენ-მერსედესი - 163; 4. ფერარი - 148; 5. ალფატაური-ჰონდა - 49; 6. ასტონ მარტინ-მერსედესი - 48; 7. ალპინ-რენო - 40; 8. ალფა რომეო-ფერარი - 2; 9-10. უილიამს-მერსედესი და ჰაას-ფერარი - 0

0.122165