ფეხბურთი

20:28 | 18.07.2021 | ნანახია 1375 - ჯერ

"იუვემ" და პსჟ-მ შესაძლოა რონალდუ და იკარდი გაცვალონ

ტურინის „იუვენტუსმა“ და „პარი სენ ჟერმენმა“ შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუ და მაურო იკარდი გაცვალონ. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L’Equipe წერს.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის ცნობით, მაურო იკარდი პსჟ-ს გეგმებში არ შედის და კლუბის დატოვება მოუწევს. მას „რომაც“ ეპატიჟება, მაგრამ „იუვენტუსში“ თამაში ურჩევნია.

ამიტომაც, წყარო ვარაუდობს, რომ შესაძლოა ის გაცვალონ კრიშტიანუ რონალდუში, რომლის ხელფასის გადახდა „იუვეს“ ძალიან მძიმე ტვირთად აწევს. საინტერესოა, რომ დღეს რონალდუმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „გადაწყვეტილების მიღების დღე“.

არავინ იცის, რას გულისხმობდა კონკრეტულად რონალდუ, მაგრამ არაა გამორიცხული, ეს მის კარიერულ მომავალს უკავშირდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წელს „რეალიდან“ გადავიდა და 101 გოლი აქვს გატანილი, ხოლო იკარდი პსჟ-მ 2019 წელს მილანის „ინტერიდან“ დაიმატა, მაგრამ პარიზულ გუნდში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:07 | 19.07.2021
Kobe Bean (21683)

მჯგირის არ წააკითხოთ)))
ცნობილი გამოცემების აზრით, ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი ⬇️
90 Min:
5. იოჰან კრუიფი
4. კრიშტიანო რონალდო
3. პელე
2. მესი
1. მარადონა
Sports Illustrated :
5. კრუიფი
4. ბეკენბაუერი
3. მესი
2. პელე
1. მარადონა
Sky Sport:
5. რონალდო
4. პელე
3. კრიშტიანო რონალდო
2. მარადონა
1. მესი
Lineups:
5. კრუიფი
4. მარადონა
3. პელე
2. კრიშტიანო რონალდო
1. მესი
TalkSport:
5. ზიდანი
4: კრუიფი
3. პელე
2. მესი
1. მარადონა
Goal:
5. ბეკენბაუერი
4. პელე
3. მარადონა
2. კრიშტიანო რონალდუ
1. მესი
GiveMeSport:
5. ზიდანი
4. კრიშტიანო რონალდუ
3. პელე
2. მესი
1. მარადონა
Bleacher Report:
5. ზიდანი
4. კრუიფი
3. მესი
2. მარადონა
1. პელე
BBC:
5. ზიდანი
4. მარადონა
3. პელე
2. კრიშტიანო რონალდუ
1. მესი
ბოლო მონაცემებია,რაც ევრო-კოპა დამთავრდა

01:11 | 19.07.2021
sul2 (1776)

რაღაც იუვე ვერაა ფერზე ბოლომდე, აშკარად ფინანსურად ვერ არიან კარგად. შესაბამისად კიდე ერთი წელი არ დაეკარგოს რონალდუს. ალბათ ჯობია პარიზში წასვლა, ყველაზე სტაბილური ფინანსური პირობები მანდ არის დღესდღეობით. თუმცა მწვრთნელი ძაან სუსტი ყავთ.

21:03 | 18.07.2021
ქარვასლა (301)

კრისტოფერაც თუ დაითრია პსჟ-მ საღოლ,თვითონ კრისტინა კი 4 ქვეყნის ჩემპიონობას დადებს,ინგლისი,ესპანეთი,იტალია,საფრანგეთი ბოლოს ალბათ სპორტინგში დაბრუნდება და იქაც დადებს ტიტულს

0.108287