იტალიურმა „მილანმა“ ფრანგული „მონაკოდან" მარცხენა მცველი ფოდე ბალო-ტურე დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ბალო-ტურემ „როსონერისთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ტრანსფერი ლომბარდიელებს 4 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი დაუჯდათ.
24 წლის ფოდე ბალო-ტურე „მონაკოში“ 2019 წელს „ლილიდან“ გადავიდა და მას შემდეგ მონეგასკთა მაისურით 74 თამაში ჩაატარა.