ფეხბურთი

10:28 | 18.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სლუცკი: "შეიძლება ერთმა ფეხბურთელმა დაგვტოვოს, რაც ყველაზე მსხვილი ტრანსფერი იქნება"

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე ზაფხულს შესაძლოა გუნდი ერთმა ფეხბურთელმა დატოვოს და თუ ეს მოხდება, ყველაზე მსხვილი ტრანსფერი იქნება.

რუს სპეციალისტს არ დაუკონკრეტებია ვინ იგულისხმა, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია იყო, რადგან „რუბინს“ ყველაზე სარფიანად სწორედ 20 წლის ქართველის გაყიდვა შეუძლია.

სტარფელტის გაყიდვა? ეს თამაშის წესებია. თუ საინტერესო წინადადებას მივიღებთ, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა, იძულებული ვართ, მივიღოთ. ეს ცოტათი გეგმების არევას იწვევს, მაგრამ ეს ყოველთვის შესაძლებელია. არ არის გამორიცხული, ამ ზაფხულს სხვამაც დაგვტოვოს. ეს ნორმალურია, მოხარული ვარ, რომ ეს ხდება. როდესაც ტრანსფერი ოფიციალურად განხორციელდება, ეს იქნება ყველაზე მსხვილი ტრანსფერი“, - თქვა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ყაზანელები 24 ივლისს რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში მოსკოვის „სპარტაკს“ დაუპირისპირდებიან და ქართველი შემტევიც გუნდთან ერთად ემზადება, თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ჯერ საკმაო დროა დარჩენილი.

0.121849