„მანჩესტერ იუნაიტედს“ მადრიდის „რეალის“ მცველის, რაფაელ ვარანის შეძენა სურს. ინგლისური კლუბი უკვე მოელაპარაკა 28 წლის ფრანგს პირად კონტრაქტზე, ახლა ჯერი კლუბებზეა - გვამცნობს Sky Sports.
წინა დღეებში ესპანურ მედიაში გაჟონა ინფრომაციამ, „წითელი ეშმაკუნები“ ვარანის ტრანსფერში 50 მილიონ ევროს იხდიანო. ყველა შემთხვევაში, ეს ისტორია უახლოეს დღეებში უნდა დამთავრდეს.
ვარანი „სამეფო კლუბის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს.