ფეხბურთი

16:59 | 17.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

30-წუთიანი ტაიმი, 5-წუთიანი გაძევება, აუტი ფეხით და სხვა: ფიფა ფეხბურთში წესებს ცვლის

ფიფა ფეხბურთში რევოლუციაზე ფიქრობს და წესებში ცვლილებების შეტანაზე მუშაობს. როგორც ცნობილი გახდა, ფიფა 19-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირში ახალ წესებს ტესტავს, რაც ფეხბურთს მნიშვნელოვნად შეცვლის.

საუბარია, რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზე, მათ შორის, სათამაშო დროის შემცირებაზე. ტაიმი 45 წუთის ნაცვლად 30-წუთიანი იქნება, მაგრამ სუფთა დრო იმუშავებს. მაგალითად, როგორც კალათბურთშია - ყოველი პაუზისას დრო შეჩერდება.

გარდა ამისა, აუტს ხელის ნაცვლად ფეხით ჩააწოდებენ, რაც ფიფას აზრით, უფრო მეტი საგოლე მომენტის შექმნას შეუწყობს ხელს. იგეგმება ულიმიტო შეცვლების რაოდენობაც. მაგალითად, თუ ახლა გუნდებს კოვიდპანდემიის გამო 5 შეცვლის უფლება აქვთ, ხოლო მანამდე ჩვეულებრივ 3 ცვლილების გამოყენება შეეძლოთ, თუ წესები შეიცვლება, მწვრთნელებს იმდენი ცვლილების გაკეთების უფლება ექნებათ, რამდენსაც მოისურვებენ. კიდევ ერთი ცვლილება ყვითელ ბარათებს შეეხება - ფეხბურთელი, რომელიც ყვითელ ბარათს მიიღებს, 5 წუთით მოედანს დატოვებს და შემდეგ თამაშს დაუბრუნდება.

ფიფა ყველა ამ წესს Future of Football Cup-ის ტურნირზე ცდის, სადაც პსვ ეინდჰოვენის, ალკმაარის, ლაიფციგისა და ბრიუგეს ახალგაზრდული გუნდები თამაშობენ. სწორედ ამის შემდეგ შეფასდება და გადაწყდება, წარუდგენს თუ არა ფიფა IFAB-ს ამ წესებს ცვლილებების ოფიციალურად დასადასტურებლად, რომლის გარეშე ფიფას ფეხბურთში არცერთი წესის შეცვლა არ შეუძლია.

თეგებიფიფა
0.123252