სხვა

16:59 | 16.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოში უგანდელი ძალოსანი გაუჩინარდა

ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად ჩასული უგანდელი ძალოსანი გაუჩინარდა. Kyodo News-ის ცნობით, 20 წლის ჯულიუს სეკიტოლეკოს იაპონიის პოლიცია უკვე ეძებს.

უგანდელი ძალოსნის დაკარგვა მას შემდეგ აღმოაჩინეს, როდესაც ოსაკას პრეფექტურის წარმომადგენლები უგანდის დელეგაციას კორონავირუსის ტესტების გასაკეთებლად ეწვივნენ.

აღსანიშნავია, რომ უგანდის დელეგაციაში ორ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდათ და ისინი კარანტინში იმყოფებიან. გაუჩინარებულ სპორტსმენს კი ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადა 24 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

0.110924