რომის „ლაციომ“ ფელიპე ანდერსონი დაიმატა. იტალიურმა კლუბმა ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
28 წლის შემტევისთვის „ლაციო“ ძალიან ნაცნობი გუნდია, რადგან 2013-2018 წლებში 177 შეხვედრაში 34 გოლის გატანა მოახერხა. შემდეგ სამხრეთ ამერიკელი ლონდონის „ვესტ ჰემში“ გადავიდა, მაგრამ ინგლისში ფეხი ვერ მოიკიდა და 73 თამაშში მხოლოდ 12 გოლი მიითვალა.
გასული სეზონი ანდერსონმა იჯარით „პორტუში“ გაატარა, ხოლო კარიერა „სანტოსში“ დაიწყო. ბრაზილიის ნაკრებში მას მხოლოდ ორჯერ აქვს ნათამაშები.