ამსტერდამის „აიაქსმა“ დუშან ტადიჩს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. სერბი ფეხბურთელი ნიდერლანდური გრანდის ღირსებას 2024 წლის 30 ივნისამდე დაიცვას.
ტადიჩის ძველი ხელშეკრულება ძალაში 2023 წლამდე იყო. აღსანიშნავია, რომ მისი შეძენა „მილანს“ სურდა, მაგრამ ამსტერდამელებმა ლიდერის შენარჩუნება მოახერხეს.
დუშან ტადიჩი „აიაქსში“ 2018 წელს „საუთჰემპტონიდან“ გადავიდა და 149 თამაშში 76 გოლის გატანა მოახერხა.