საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ „აპოელში“ სადებიუტო გოლი გაიტანა.
ნიქოზიელებმა ამხანაგური მატჩი პაეკ-თან გამართეს და 1:0 მოიგეს. გიორგიმ შეხვედრის ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.
ქვილითაიამ მეორე ტაიმი ითამაშა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილსა და მურთაზ დაუშვილს არ უთამაშიათ. შეგახსენებთ, სამივე ქართველი ფეხბურთელი „აპოელს“ მიმდინარე ზაფხულს შეუერთდნენ.