ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ სურეალისტური ვითარება შეიქმნა. მას შემდეგ, რაც პარიზულმა გუნდმა ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, პირველი გუნდის განკარგულებაში უკვე 9 მეკარეა!
პსჟ-ს რიგებში დონარუმას გარდა, კეილორ ნავასი, სერხიო რიკო, ალფონს არეოლა, მარჩინ ბულკა, დენის ფრანკი, ალექსანდრ ლეტელიე, ჟარისონ ინოკენი და ლუკას ლავალი ირიცხებიან.
ცხადია, პსჟ-ში ყველა მათგანი მომდევნო სეზონს ვერ გაატარებს და ახლა კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვის მოუწევს იჯარით სხვაგან თამაში, ვის კი გაყიდვა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ჯანლუიჯი დონარუმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და კონტრაქტი 2026 წლამდე გაუფორმა.