„გრონინგენის“ 37 წლის შემტევმა, არიენ რობენმა, ინსტაგრამში დაწერა, რომ ფეხბურთელის კარიერას ასრულებს.
„ძვირფასო საფეხბურთო მეგობრებო, გადავწყვიტე კარიერა დავამთავრო. ძალიან რთული არჩევანია. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისა და სითბოსათვის. თქვენი არიენი.“ - აღნიშნავს რობენი
შეგახსენებთ, რომ რობენი „გრონინგენის“ აღზრდილია. ჩვენ კი მას პსვ-ში, „ჩელსიში,“ მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნში“ გამოსვლით ვიცნობთ.
„ჩელსისთან“ ერთად ორჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, „რეალთან“ ერთად ერთხელ ესპანური პრიმერა, გერმანულ კლუბთან ერთად ქვეყანაში რვაჯერ იპირველა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად კი მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
რობენმა კარიერა 2019 წელს დაასრულა. თუმცა, 2000-ში ისევ გავიდა მონდორზე, მშობლიურ „გრონინგენს“ დაეხმარა ძნელბედობისას. კლუბს კორონაპანდემიის გამო სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა.