"სანტოსის" აწ უკვე ყოფილი მცველი ლუან პერესი კარიერას "მარსელში" გააგრძელებს. როგორც "ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ოტხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ახალ გუნდში 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ფეხბურთელის სანაცვლოდ ბრაზილიელებმა 4.5 მილიონი ევრო მიიღეს.
ლუანი 2019 წლიდან "სანტოსის" ღირსებას იცავდა და ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 89 მატჩში ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ორი მილიონი ევროა.