კონმებოლმა კოპა ამერიკის 2021 წლის გათამაშება შეაჯამა და ტურნირის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჩემპიონ არგენტინას ჰყავს - 4.
მეკარე: ემილიანო მარტინესი (არგენტინა)
მცველები: მაურისიო ისლა (ჩილე), კრისტიან რომერო (არგენტინა), მარკინიოსი (ბრაზილია), პერვის ესტუპინიანი (ეკვადორი)
ნახევარმცვეელები: როდრიგო დე პაული (არგენტინა), კაზემირო (ბრაზილია), იოშიმარ იოტუნი (პერუ)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (არგენტინა), ნეიმარი (ბრაზილია), ლუის დიასი (კოლუმბია)
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა არგენტინის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც 1993 წლის შემდეგ პირველი ტიტულის დაუფლება მოახერხა.