ფეხბურთი

15:49 | 13.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პერესმა თავის სატელეფონო საუბარს ნაყალბევი უწოდა

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, განაცხადა, რომ 2006 წლის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ის თითქოს ყოფილ ფეხბურთელებს, იკაერ კასილიასსა და რაულს კლუბის ისტორიაში „უდიდეს თაღლითებს“ უწოდებს, გაყალბებულია.

„ვფიქრობ, ჩანაწერში არსებული ჩემს მიერ წარმოთქმული ფრაზები დასაზუსტებელია. ეს ფრაზები საიდუმლოდაა ჩაწერილი ხოსე ანტონიო აბელანის მიერ, რომელიც მრავალი წელია წარუმატებლად ცდილობს მათ გაყიდვას. ჩემთვის გასაკვირია, რომ El Confidencial-მა საერთოდ იყიდა ისინი.

ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები, სხვადასხვა საუბრებიდან. მესმის, რომ ბევრი უკმაყოფილოა სუპერლიგის შექმნის ინიციატივით რომ გამოვედი.

საქმე ჩემს ადვოკატებს გადავეცი. ისინი შეისწავლიან.“ - წერია „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

0.110759