ფეხბურთი

16:18 | 13.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინის მიმართვა ფეხბურთელებს ფინალამდე: "ჩვენი ბედის პატრონი მხოლოდ ჩვენ ვართ" (+VIDEO)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც იტალია - ინგლისის მატჩამდეა გადაღებული და რობერტო მანჩინი „სკუადრა აძურას“ ძირითად შემადგენლობას ასახელებს.

მანჩინიმ ფეხბურთელებს შემადგენლობის დასახელების შემდეგ მშვიდად მიმართა: „მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. იცით, ვინ ხართ, ჩვენ აქ შემთხვევით არ ვართ. ჩვენ ვართ საკუთარი ბედის პატრონი, არც მსაჯია, არც მეტოქე, არავინ, მხოლოდ ჩვენ ვართ. თქვენ იცით, რაც უნდა გააკეთოთ“, - მიმართა ფეხბურთელებს.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფალურად განვლო და ფინალში მასპინძელი ინგლისი „უემბლიზე“ დაამარცხა. რობერტო მანჩინი „სკუადრა აძურაში“ დიდებულად მუშაობს და მის გუნდს უკვე 2018 წლის შემდეგ არ წაუგია - 34 მატჩი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109888