ფეხბურთი

13:21 | 13.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ და „დორტმუნდი“ ერთმანეთს ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელს ეცილებიან

ნიდერლანდების ნაკრებისა და პსვ-ს შემტევმა, დონიელ მალენმა, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბი შეიცვალოს.

The Anfield Talk-ის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელის აგენტს „ლივერპულის“ და „დორტმუნდის“ წარმომადგენლები დაუკავშირდნენ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მალენმა ახალგაზრდულ დონეზე „აიაქსსა“ და „არსენალში“ თამაშიც მოასწრო, პსვ-ში 2018 წლიდან თამაშობს. ქვეყნის ნაკრებში კი 2019 წლიდან იძახებენ. „ნარინჯისფერთა“ მაისურით მან 13 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119104