ფეხბურთი

11:02 | 12.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტი: "პენალტების შემსრულებლები მე შევარჩიე, ამიტომ, მათი ბრალი არაფერია"

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ევრო 2020-ის ფინალში იტალიასთან მარცხზე პასუხისმგელობა საკუთარ თავზე აიღო. როგორც მან თქვა, პენალტების დამრტყმელები თვითონ შეარჩია და ყველაფერი მისი ბრალია.

„პენალტების სერიისთვის საუკეთესო მეთოდით ვიყავით მომზადებული. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, მე ავირჩიე შემსრულებლები. საკა? ჩემი არჩევანი იყო, რომ ბოლო პენალტი დაერტყა, შესაბამისად, მთლიანად ჩემი პასუხისმგებლობაა. ეს მისი ბრალი არ არის, არც ჯეიდონ სანჩოს და მარკუს რაშფორდის. ვარჯიშებზე ვმუშაობდით და ეს იყო საუკეთესო არჩევანი.

ცხადია, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ბიჭებს მაინც უნდა მივულოცოთ. გუნდმა აბსოლუტურად ყველაფერი გაიღო და პრეტენზიები ვერ გვექნება. ამ ჯგუფთან მუშაობა სასიამოვნო იყო, რომელმაც იმ შედეგის მიღწევა შეძლო, რომელსაც დიდი ხანი ვერ ვაღწევდით. სამწუხაროდ, წარმოუდგენლად მტკივნეული საღამოა. სწორია მწუხარება, რადგან კარიერის განმავლობაში ტიტულების მოგების მხოლოდ რამდენიმე შანსი არსებობს. თუმცა, როდესაც ჩვენს განვლილ გზაზე ვფიქრობთ, უნდა ვიამაყოთ საკუთარი თავით. ამ მომენტში ძალიან რთულია ყველაფრის ანალიზი, რადგან ძალიან მტკივნეული მარცხია“, - თქვა საუთგეიტმა.

შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრებმა ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, თუმცა ტიტული ვერ მოიგო და ისევ ერთადერთხელ მოგებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის ამარა დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114286