მიუნხენის „ბაიერნს“ ფედერიკო კიეზას შეძენა სურს. ინფორმაცია იულიან ნაგელსმანმაც დაადასტურა, თუმცა, იტალიელი შემტევი „იუვენტუსისთვის“ ხელშეუხებელია.
ტურინელებმა „ბაიერნი“ და რამდენიმე ინგლისური გუნდი უკვე უარით გაისტუმრა და კიეზას შემთხვევაში არანაირი წინადადება არ განიხილება. ნაგელსმანმა კი თქვა, რომ კიეზა მოსწონს, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს.
„დიახ, მინდა კიეზა ჩემს გუნდში გუნდში იყოს, მე მისი გულშემატკივარი ვარ, ის ძალიან ძლიერია, მაგრამ ასევე ძვირიც ღირს. შემიძლია ვთქვა, რომ კიეზა ფანტასტიკური ფეხბურთელია, მას წლებია ვაკვირდები და საოცარია, ძალიან სწრაფია, დრიბლინგებით კარგია და გატანაც ეხერხება. თუმცა, ვიცი, რომ „იუვეს“ ფასი ძალიან, ძალიან მაღალია“, - თქვა ნაგელსმანმა.
შეგახსენებთ, ფედერიკო კიეზამ 2020-2021 წლების სეზონი დიდებულად ჩაატარა და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზეც ძალიან კარგად თამაშობს.