ფეხბურთი

1:57 | 11.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ საუთგეიტი: "ფინალში მხოლოდ იმისთვის ვართ, რომ მოვიგოთ"

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ევრო 2020-ის ფინალში იტალიის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ინგლისელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მზადაა და გამარჯვებას მოიპოვებს.

„დედოფლისა და პრემიერმინისტრის წერილების მიღება ფანტასტიკური იყო. ეს ნიშნავს, რომ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთეთ, მაგრამ ეს ფინალია და აქ გამარჯვებისთვის ვართ. გვინდა, რომ თასი დავიბრუნოთ. ჩვენ მზად ვართ, ტაქტიკურად მომზადებული ვართ. ისინი ასეთ თამაშებს შეჩვეულები არიან და ჩვენც მზად ვართ თამაშისთვის. გვინდა, რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთოთ, რაღაც უნიკალური. ეს არის ჩვენი მომენტი, რაც წარსულში მოხდა, არ არის მნიშვნელოვანი. პატივს ვცემთ წარსულს, მაგრამ ახლა მთავარი აწმყოა.

ფეხბურთი შინ ბრუნდება? ამის მოსმენა 15 წლის განმავლობაში არ მინდოდა, რადგან ჩემთვის მტკივნეული იყო. მაგრამ ეს ინგლისური იუმორია, არაფერია შეურაცხმყოფელი და ქედმაღლური. თქვენ უნდა იცოდეთ ინგლისური და ჩვენი ისტორია, ამის დასაფასებლად. ატმოსფერო „უემბლიზე“ წარმოუდგენელ ენერგიას გვაძლევს და ძალიან გვეხმარება. ვფიქრობ, იტალიის ჰიმნს თუ ისინი დაუსტვენენ, ეს იტალიელებს ვერ შეაშინებთ. სტვენა შეიძლება მეტოქეზე, მაგრამ ეროვნული ჰიმნები პატივცემული უნდა იყოს.

ყურადღება ჩვენს ძლიერ მხარეებზე უნდა გავამახვილოთ და მოვერგოთ მეტოქის სისუსტეებს. მათ გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ. ნახევარდაცვას რაც შეეხება, ჩემმა ბიჭებმა უკვე ითამაშეს ლუკა მოდრიჩისა და ტონი კროოსის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს ჩვენი თამაში და ძლიერი მხარეები. ეს არის ფეხბურთის სილამაზე, რომ ყველა გუნდს აქვს თავისი ძლიერი მხარეები და სათამაშო სტილი.

ფოდენის თამაში საეჭვოა, ველოდებით სამედიცინო სტაფისგან ინფორმაციის მოწოდებას. პრობლემა სერიოზული არ არის, მაგრამ შევაფასებთ სიტუაციას. ლიდერები გვყავს მოედანზეც და სათადარიგო სკამზე, მათი წვლილი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. შესაძლოა, თამაში 120 წუთი გაგრძელდეს და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - თქვა საუთგეიტმა.

შეგახსენებთ, იტალიისა და ინგლისის ნაკრებთა მატჩი 11 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115408