„მერსედესი“ ბრიტანთის დიდი პრიზისთვის თავისი სარბოლო ავტომობილის განხლებას გეგმავს. ტოტო ვოლფი ირწმუნებოდა, რომ მისი გუნდი სრულად გადაერთო ახალი რეგლამენტისთვის მზადებაზე და რომ ახლანდელ მანქანას განახლებას აღარ უპირებს. თუმცა საშინაო რბოლისთვის, მცირე განახლებები მაინც შესრულდება.
„ჩვენ კიდევ ერთი განახლება გვექნება და ეს სილვერსტოუნზე მოხდება. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ დაიგეგმა და შემდგომ განახლებებზე უკვე აღარ ვმუშაობთ“, - განაცხადა ვოლფმა.
გუნდის შეფი და თანამფლობელი ამბობს, რომ „მერსედსის“ აეროდინამიკური მილი უკვე სრულად მუშაობს ახალ მანქანაზე. მისი თქმით, სილვერსტოუნისთვის დაგეგმილი განახლებები მნიშვნელოვანი არაა და ის ჩემპიონატში ბევრს ვერაფერს შეცვლის.
„ბოლო წლებში სილვერსტოუნი ჩვენთვის შესაფერისი ტრეკი იყო. მაგრამ რეგლამენტის შეცვლამ, რის გამოც მანქანის ძირის დიდი ნაწილის მოჭრა გახდა საჭირო, ჩვენი კონკურენტუნარიანობა გააუარესა. ადრე ჩვენი მანქანა აქ კარგად მუშაობდა, მაგრამ ახლა ძნელი სათქმელია“, - დასძენს ვოლფი.
„რედ ბულმა“ ბოლო ხუთ რბოლაში ხუთი გამარჯვება მოიპოვა. ამათგან ოთხი მოგება გუნდის ლიდერის, მაქს ფერსტაპენის ანგარიშზეა. ავსტრიული რბოლების შემდეგ, ის ლუის ჰამილტონს 32 ქულას უგებს. „რედ ბულმა“ კი „მერსედესი“ 44 ქულით ჩამოიტოვა.