სხვა

21:26 | 10.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტურ დე ფრანსის მე-14 ეტაპი ბოკე მოლენამ მოიგო

ტურ დე ფრანსი პირენეებს მიადგა. დღეს მე-14 ეტაპი შედგა, რომელზეც გამარჯვება ჰოლანდიელმა ბოკე მოლემამ მოიპოვა. ფრანგულ ველომარათონზე ეს მისი მე-11 გამოსვლა და მეორე გამარჯვებაა.

მოლემამ (ტრეკ სეგაფრედო) მეორე კატეგორიის მთიდან დაშვებისას შეძლო უპირატესობის მოპოვება და ფინიშთან წუთზე მეტით მიასწრო ავსტრიელ პატრიკ კონრადს (ბორა-ჰანსგრო). მესამე ადგილი კოლუმბიელმა სერხიო იგიტამ (EF ედუქეიშენ-ნიპო) დაიკავა.

სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა (UAE ტიმ ემირატსი) ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა ახლა უახლოეს მდევარს 4 წუთსა და 4 წამს უგებს. მეორე ადგილზე ფრანგმა გიიომ მარტინმა (კოფიდისი) გადაინაცვლა, ვინც მოლემას დაახლოებით წუთნახევრით ჩამორჩა და კლასიფიკაციაში მეცხრედან მეორე ადგილზე გადაინცვლა. პოგაჩარმა მოლემასთან თითქმის 7 წუთი დათმო.

„ვიცოდი, რომ ბოლოსკენ კარგი შანსი მექნებოდა. როცა გავიგე, რომ ბოლო აღმართის თავზე წუთიანი უპირატესობა მქონდა, მივხვდი, რომ საქმე გაკეთებული იყო“, - განაცხადა მოლემამ.

პოგაჩარი ეტაპის წინ, მეორეზე მყოფ კოლუმბიელ რიგობერტო ურანს (EF ედუქეიშენ-ნიპო) 5 წუთს და 18 წამს უგებდა. მათ შორის სხვაობა არც მე-14 ეტაპის შემდეგ შეცვლილა, მაგრამ ჩემპიონის უპირატესობა უახლოეს მდევართან, წუთზე მეტით შემცირდა. პოგაჩარმა და სხვა ლიდერებმა უყურადღებოდ დატოვეს მომენტი, როცა მარტინი დაწინაურებულ ჯგუფში აღმოჩნდა.

მე-15 ეტაპზე სამი პირველი კატეგორიის აღმართია გასავლელი. მათგან მეორე - პორტ დ’ენვალირა, მიმდნრე ტურის უმაღლესი წერტილია (ზღვის დონიდან 2 408 მეტრზეა).

0.12268