ჩოგბურთი

19:57 | 9.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერეტინი - პირველი იტალიელი უიმბლდონის ფინალში

იტალიელმა ჩოგბურთელმა მატეო ბერეტინიმ უიმბლდონის ნახევარფინალში ჰუბერტ ჰურკაჩი 6:3, 6:0, 6:7, 6:4 დაამარცხა და კარიერაში პირველად იასპარეზებს დიდი სლემის ტურნირის ფინალში. ასევე, 2019 წლის აშშ-ს ღია პირველობის ნახევარფინალისტი გახდა პირველი იტალიელი ჩოგბურთელი, რომელიც უიმბლდონის გადამწყვეტ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

პოლონელთან შეხვედრაში იტალიელი ერთხელაც არ დაბრეიკებულა, 60 ვინერი შეასრულა, მათ შორის იყო 22 აუღებელი ჩაწოდება. ჰურკაჩმა კი მხოლოდ ერთი სეტის მოგება მოახერხა, 27 ვინერი ჰქონდა და ასევე უნებლიე შეცდომებში ლიდერობდა (26-18).

ბერეტინის მომავალი მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩსა და დენის შაპოვალოვს შორის საუკეთესო იქნება და შეეცდება გახდეს პირველი იტალიელი, რომელიც უიმბლდონს მოიგებს. მამაკაც იტალიელებს შორის ბოლოს დიდი სლემის ტურნირის ფინალში ადრიანო პანატია 1976 წელს გავიდა, ეს კი როლან გაროსზე მოხდა.

მიმდინარე სეზონში მატეო კარგად ასპარეზობს. იტალიელი სერბეთის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა, ხოლო შემდეგ მადრიდის მასტერსის ფინალიც ითამაშა. რაც შეეხება ბალახის საფარზე ასპარეზობას, მატეოს 11-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და უიმბლდონამდე ლონდონის ტურნირი მოიგო, პირველი 500-ქულიანი ტურნირი კარიერის განმავლობაში.

საბოლოოდ, ბერეტინი მერვე იტალიელი ჩოგბურთელია, ქალთა და მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში, ნიკოლა პიეტრანჯელის (4), ფრანჩესკა სკიავონეს (2), ჯორჯო დი სტეფანის (1), სარა ერანის (1), ადრიანო პანატიას (1), ფლავია პენეტას (1) და რობერტა ვინჩის (1) შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128919