ფეხბურთი

13:20 | 8.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სერხიო რამოსი "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელია

ესპანელი მცველი, სერხიო რამოსი, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდა. ექს-რეალელმა პარიზულ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ უფასოდ გადავიდა.

„დღეს პარიზი თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელს მიესალმება. გვიხარია გამცნოთ, რომ სერხიო რამოსი ჩვენს კლუბს შემოუერთდა. სერხიო ერთ-ერთი საუკეთესო მცველია სპორტის ამ სახეობის ისტორიაში. ის ნამვილი ლიდერი და პროფერსიონალია. ვამაყობ, რომ მას „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურში ვხედავ.“ - წერს კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კლუბის მფლობელი ნასერ ალ-ხელაიფი.

რამოსს „რეალთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა. „სამეფო კლუბში“ ის 2005 წლიდან თამაშობდა.

0.114487