სხვა

2:40 | 8.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტურ დე ფრანსის მე-11 ეტაპი ბელგიელმა ვან აერტმა მოიგო

ტურ დე ფრანსის მე-11 ეტაპზე, წინა დღით დასვენების მიუხედავად, ლიდერ ტადეი პოგაჩარს დაღლილობა დაეტყო. გამარჯვება ბელგიელმა ვუტ ვან აერტმა მოიპოვა, ვინც ურთულესი სამთო ეტაპის ფინიშს ეულად მიაღწია. სლოვენიელმა მაინც შეძლო საერთო ჩათვლაში უპირატესობის გაზრდა, მაგრამ ჩემპიონს ტიტულის დაცვა ჯერ გარანტირებული არ აქვს.

ვან აერტის (ჯუმბო-ვისმა) კარიერაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორეჩეული გამარჯვებაა. ხუმრობა ხომ არაა, 198.9-კილომეტრიან დისტანციაზე, მონ ვენტუს ლეგენდარული სამთო მონკვეთის ორჯერგავლა. და თან, მან ეს მარტომ გააკეთა. გამარჯვებულს 14 წამით ჩამორჩა „ტრეკ სეგაფრედოს“ ორი მრბოლი - ფრანგი კენი ელისონდე და ჰოლანდიელი ბოკე მოლემა.

ფინიშამდე ცოტა რჩებოდა, როცა დანიელმა იონას ვინგეგაარდმა (ჯუმბო-ვისმა) ტემპი გაზარდა და პოგაჩარის (UAE ტიმ ემირატსი) ჯგუფი თითქმის 40 წამით ჩამოიტოვა. მაგრამ სლოვენიელმა სხვებთან ერთად, შეძლო მისი დაჭერა. საბოლოოდ, პოგაჩარი ფინიშთან მეოთხე მივიდა, მას კი ლიდრთა ჯგუფის სხვა წევრები - კოლუმბიელი რიგობერტო ურანი (EF), ეკვადორელი რიჩარდ კარაპასი (ინეოს გრენადერსი) და ვინგეგაარდი მივიდნენ.

ვენტოზე პირველივე ასვლისას გაუჭირდა ავსტრალიელ ბენ ო’კონორს (AGR2 სიტროენი), ვინც ეტაპის დაწყებამდე მეორე ადგილზე იყო, თუმცა ამჟამად მეხუთე ადგილზე იმყოფება. კლასიფიკაციაში მეორე და მესამე ადგილებზე, ურანი და ვინგეგაარდი არიან, რომლებიც ლიდერს ხუთ წუთზე მეტით ჩამორჩებიან.

„სიტყვები არ მყოფნის. შეიძლება სისულელეა ამის თქმა, მაგრამ წელს ტურ დე ფრანსზე ეტაპის მოგებას არ ველოდი. მაგრამ გუშინ ვიგრძენი, რომ ერთის მოგება შემეძლო. ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთაა ტურზე და ალბათ ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება. ეს პირველი მთაა, რაც მე გამივლია და მაშინ მხოლოდ ათის ვიყავი“, - ამბობს ვან აერტი, ვინც ყვითელ მაისურთან 25 წუთზე მეტს აგებს.

0.135245