ჩოგბურთი

21:45 | 7.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰურკაჩმა ფედერერი დაამარცხა - პოლონელი უიმბლდონის ნახევარფინალშია

24 წლის პოლონელმა ჩოგბურთელმა ჰუბერტ ჰურკაჩმა თავისი ბავშვობის კუმირი როჯერ ფედერერი უიმბლდონის მეოთხედფინალში 6:3, 7:6, 6:0 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში კარიერის განმავლობაში პირველად გავიდა.

უიმბლდონის მიმდინარე ტურნირზე ჰუბერტმა ყველა მოლიდინს გადააჭარბა, რადგან ამ დიდი სლემის ტურნირამდე მას ექვსმატჩიანი წაგებათა სერია ჰქონდა. აქამდე, ჰურკაჩის საუკეთესო შედეგი დიდი სლემის ტურნირებზე მესამე რაუნდი იყო და ასევე, ტოპ 10-ის ჩოგბურთელები დიდ სლემზე დამარცხებული არ ჰყავდა, თუმცა პოლონელმა ჯერ დანილ მედვედევს მოუგო, შემდეგ კი - როჯერ ფედერერს. ასევე, ჰურკაჩი გახდა მეორე პოლონელი იერჟი ივანოვიჩის (2013) შემდეგ, რომელიც უიმბლდონის ნახევარფინალში გავიდა.

განვლილ შეხვედრაში ჰურკაჩი ჩაწოდებებს კარგად ასრულებდა და პირველ ცდაზე 52 გათამაშებიდან 41 მოიგო (79%), ხოლო ფედერერს მასთან შედარებით უჭირდა (67% - 40/60). საბოლოოდ შვეიცარიელმა 34 ვინერი შეასრულა, ხოლო პოლონელმა 36. უნებლიე შეცდომები კი როჯერს მეტოქეზე 19-ით მეტი ჰქონდა - 31:12. გადამწყვეტ მომენტებში ფედერერი კარგად ვერ რეაგირებდა, შეეძლო ტაი ბრეიკში გაემარჯვა, თუმცა დასანანი შეცდომები დაუშვა. ჰურკაჩმა კი რამდენჯერმე შეძლო რთული მდგომარეობიდან ბურთის დაბრუნებით ქულის მოპოვება, რაც მის პროგრესს და მაღალი სათამაშო ხარისხს უსვამს ხაზს.

პოლონელის მომდევნო მეტოქე მატეო ბერეტინისა და ფელიქს ოჟე-ალიასიმეს შორის საუკეთესო იქნება. აღნიშნული შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12582