რაგბი

13:22 | 7.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტი გაუქმდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებსა და სამხრეთ აფრიკას შორის 9 ივლისს გასამართი სერიის მეორე მატჩი COVID 19-ის გამო გაუქმდა. ინფორმაცია რაგბის კავშირის ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

გეგმიურმა კოვიდ-ტესტირებამ ორივე ნაკრების ბანაკში ვირუსის არსებობა დააფიქსირა. პროტოკოლიდან გამომდინარე, რომელიც მოთამაშეთა უსაფრთხოებას ემსახურება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და იოჰანესბურგში თამაში აღარ შედგება.

მიუხედავად იმისა, რომ COVID 19 ბორჯღალოსნების ბანაკშიც დაფიქსირდა, გუნდის ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს. ინფიცირებულების ჯანმრთელობაზე ნაკრების სამედიცინო პერსონალი და კვალიფიციური სპეციალისტები ზრუნავენ. მათ მდგომარეობაზე დაკვირვება 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.

შეგახსენებთ, „ბორჯღალოსნებმა“ პირველი ტესტ მატჩი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან 2 ივლისს გამართეს და 9:40 დამარცხდნენ.

0.116093