ფეხბურთი

3:04 | 7.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი: "ჩემს კარიერაში ყველაზე რთული თამაში იყო, ახლა კი მიზნამდე სანტიმეტრი რჩება"

იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ევრო 2020-ის ნახევარფინალში ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მის კარიერაში ყველაზე რთული თამაში იყო, მაგრამ ახლა ერთი სანტიმეტრი რჩება იმ ტიტულის მოგებამდე, რომელიც იტალიას 1968 წლის მერე არ მოუგია.

„ეს ყველაზე რთული თამაში იყო ჩემს კარიერაში, რომელიც ოდესმე მითამაშია. ვიცოდით, რომ ურთულესი იქნებოდა, მაგრამ ამ გუნდმა აჩვენა გამძლეოდა და დიდი გული. მორატას არყოფნა ძირითადში? ვიცოდით, რომ მათ სიურპრიზის შემოთავაზება სურდათ და ფორვარდის გარეშე ითამაშეს.

ახლა ენერგია უნდა აღვიდგინოთ, მხოლოდ ერთი სანტიმეტრია დარჩენილი და ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. 5 დღეში აქ ვბრუნდებით და იგივე მრისხანებით უნდა ვითამაშოთ, რომ სახლში წავიღოთ თასი, რომელიც 50 წელი არ გვქონია“, - თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებს ფინალში 11 ივლისს, ინგლისის ან დანიის ნაკრებთან შეხვედრა ელოდება. რობერტო მანჩინის გუნდს 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეოთხედ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11469