ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ მილანის „ინტერიდან“ აჩრაფ ჰაკიმი დაიმატა. პარიზულმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ჰაკიმის პსჟ-მ კონტრაქტი 2026 წლამდე გაუფორმა. „ინტერმა“ ტრანსფერის სანაცვლოდ 71 მილიონი ევრო მიიღო - 60 პირდაპირ, რასაც 11 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.
აჩრაფ ჰაკიმი „ინტერს“ გასულ ზაფხულს მადრიდის „რეალიდან“ გადავიდა და იტალიის ჩემპიონი გახდა. მაროკოელმა მცველმა „ნერაძურის“ მაისურით 45 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი მიითვალა.