ფეხბურთი

12:51 | 6.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ხოჭოლავა „კოპენჰაგენის“ ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების 28 წლის ცენტრალური მცველი, დათა ხოჭოლავა, დანიური “კოპენჰაგენის” ფეხბურთელი გახდა. ამ ინფორმაციას „შახტარისა“ და „კოპენჰაგენის“ ოფიციალური ვებ-გვერდები ადასტურებენ.

ხოჭოლავა „შახტარში“ 2017 წლიდან თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაშო მან დონეცლკელთა შემადგენლობაში 83 შეხვედრა ჩაატარა და 3 ბურთი გაიტანა. სამჯერ (2018, 19, 20) გახდა უკრაინის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი (2018,19) და ერთხელაც სუპერთასი (2017).

„კოპენჰაგენში“ ხოჭოლავა თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131642
სარეკლამო ადგილი - 99
X x X