ფეხბურთი

10:23 | 6.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილია კოპა ამერიკის პირველი ფინალისტია

რიო-დე-ჟანეიროს „ოლიმპიკო ნილტონ სანტოს ემჟენიანის“ სტადიონზე, კოპა ამერიკა 2021-ის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა პერუს ეროვნული გუნდი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე ლუკას პაკეტამ გაიტანა ნეიმარის პასით.

ფინალში ბრაზილიელთა მეტოქე 7 ივლისს, თბილისის დროით დილის 5 საათზე გაირკვევა: არგენტინა კოლუმბიას შეხვდება.

0.12255