სხვა

3:25 | 6.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელ მძლეოსან ოლიმპიელებს კიდევ ერთი ვარსკვლავი დააკლდებათ

ოლიმპიური ჩემპიონი 100 მეტრზე თარჯრბენში, ამერიკელი ბრიანა მაკნილი, ტოკიოში ტავისი ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს. სპორტის საქმეთა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS), მისი ხუთწლიანი დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა. ეს კი ნიშნავს, რომ ის ვერც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლას შეძლებს.

მაკნილს ასეთი მძიმე სასჯელი, ათლეტთა სამართლიანობის კავშირმა (AIU), დოპინგ კონტროლის შედეგების გადამუშავებაში ჩარევის გამო მიუსაჯა. ეს იყო მეორე შემთხვევა, როცა ამერიკელი მძლეოსანი დოპინგის წესების დარღვევის გამო ისჯება.

დისკვალიფიკაცია ძალაში 2020 წლის 15 აგვისტოდან არის და 2025 წლის შუა აგვისტომდე გაგრძელდება. მაკნილმა დისკვალიფიკაცია CAS-ში გაასაჩივრა, რომელმაც ის ამერიკელ მძლეოსანთა ოლიმპიური შესარჩევი ტურნირის დასრულების შემდეგ განიხილა და ძალაში დატოვა. ასევე გაუქმდა შედეგები, რომლებიც თარჯმრბენს შარშან, თებერვალსა და აგვისტოს შორის ჰქონდა დაფიქსირებული.

რიოს ოლიმპიადაზე გამარჯვების გარდა, 29 წლის მაკინლს 2013 წელს მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალიც აქვს მოპოვებული. ის უარყოფს, რომ შემოწმებისას აკრძალული პრეპარატების გამოყენება დაუდასტურდა. თუმცა ფაქტია, რომ წესები სხვა მხრივ დაარღვია - ზედიზედ სამჯერ გამოტოვა არასაშეჯიბრო სავალდებულო ტესტები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119241