ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი სერხიო რამოსი კარიერას „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს. L’Equipe-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის უკვე შეთანხმება შედგა.
რამოსი პსჟ-სთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წყაროს თანახმად, სამედიცინო შემოწმებას 6 ივლისს პარიზში გაივლის, რის შედეგადაც ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
რამოსი „პარი სენ ჟერმენს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან თავისუფალი აგენტია.
შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი 2005-2021 წლებში მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა და 671 მატჩში 101 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო კარიერა „სევილიაში“ დაიწყო.