თურქული „ტრაბზონსპორის“ მთავარმა მწვრთნელმა აბდულა ავჯიმ განაცხადა, რომ ბელგიური „გენტიდან“ გიორგი ჩაკვეტაძის დამატება სურდათ, მაგრამ ბელგიელებმა ქართველი ნახევარმცველის გასხვისება იუარეს.
„ჩვენ ვცადეთ ამ ფეხბურთელის დამატება, მაგრამ კლუბმა არ გამოუშვა“, - თქვა თურქმა სპეციალისტმა ადგილობრივ მედიასთან.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრაბზონელები ტრანსფერში 5 მილიონ ევროს იხდიდნენ.
გიორგი ჩაკვეტაძე „გენტში“ 2017 წლიდან თამაშობს და ბელგიელებთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ი 21 წლის შემტევს ამ დროისთვის 2.7 მილიონ ევროდ აფასებს.