ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა იტალიის ნაკრების შესახებ გააკეთა კომენტარი. „ფურია როხა“ ევრო 2020-ის ნახევარფინალში „სკუადრა აძურას“ ხვდება და რამოსმა აღნიშნა, რომ იტალიელებს ყოველთვის უფრო მეტი გამოცდილება აქვთ.
„იტალიელებს ყოველთვის აქვთ ცოტათი მეტი გამოცდილება, მათ იციან როგორც ითამაშონ და ყოველთვის კარგად მართავენ მცირე დეტალებს ამ ტიპის მატჩებში.
ევრო 2012-ის ფინალი? ამ შედეგის მიღმა დიდი ძალისხმევა, თავდადება, შრომა და პროფესიონალიზმი იდგა. ვიცოდით, რომ ისტორიული გუნდი ვიყავით, ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ისევ ევროპის ჩემპიონატის მოგება, მაგრამ ამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობამ კიდევ უფრო მეტი სტიმული მოგვცა. სწორედ ამის ხარჯზე შევძელით მიგვეღწია იმისთვის, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო“, - თქვა სერხიო რამოსმა.
შეგახსენებთ, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებები 6 ივლისს, ლონდონში დაუპირისპირდებიან.