ფეხბურთი

20:19 | 4.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ორი ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა

კატალონიის „ბარსელონამ“ მირალემ პიანიჩი და სამუელ უმტიტი ტრანსფერზე დააყენა. ესპანური კლუბის გეგმებში ბოსნიელი ნახევარმცველი და ფრანგი მცველი აღარ შედიან.

Mundo Deportivo-ს ცნობით, „ბარსას“ მიზანია, რაც მალე ორივე ფეხბურთელის ხელფასისგან ბიუჯეტი გაათავისუფლოს და მზადაა წინადადებები განიხილოს. პიანიჩის ყველაზე აქტიურად იტალიურ კლუბებს „იუვენტუსს“ და „ინტერს“ უკავშირებენ.

სწორედ „იუვენტუსიდან“ შეუერთდა და ის „ბარსას“ ერთი წლის წინ, როდესაც არტურ მელოში გაცვალეს, თუმცა „კამპ ნოუზე“ ფეხი ვერ მოიკიდა და გასულ სეზონში 30 შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა.

რაც შეეხება სამუელ უმტიტის, რონალდ კუმანის პროექტში არც ის ზის და ვინაიდან ფრანგ ფეხბურთელს ტრავმებიც ხშირად აწუხებს, „ბარსა“ მას ზაფხულში გაყიდის.

0.116677