ფეხბურთი

19:13 | 4.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელმა" ჯენგიზ იუნდერი დაიმატა

თურქეთის ნაკრებისა და „რომას“ ნახევარმცველი ჯენგიზ იუნდერი კარიერას მარსელის „ოლიმპიკში“ გააგრძელებს. ფრანგულმა კლუბმა ის ერთწლიანი იჯარით დაიმატა.

„მარსელს“ მომდევნო ზაფხულს იუნდერს გამოსყიდვის უფლება 12 მილიონ ევროდ ექნება.

გასული სეზონი 23 წლის თურქმა ფეხბურთელმა ასევე იჯარით „ლესტერში“ გაატარა და 19 თამაშში 2 გოლი გაიტანა. ჯენგიზ იუნდერი „რომაში“ 2017-2020 წლებში ირჯებოდა და 88 შეხვედრაში თავი 17-ჯერ გამოიჩინა.

0.115306