იტალიური „მილანი“ ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტნის, დუშან ტადიჩის გადაბირებას ცდილობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პაოლო მალდინის ინტერესის სფეროში სერბი შემტევი მოხვდა.
ტადიჩი თანახმაა „როსონერიში“ გადავიდეს, თუმცა, „აიაქსის“ ხელმძღვანელობას გუნდის ლიდერის დაკარგვა არ სურთ.
დუშან ტადიჩი „აიაქსში“ 2018 წლიდან თამაშობს და 149 შეხვედრაში 76 გოლის გატანა მოახერხა.