ფეხბურთი

11:09 | 4.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვერტონგენი: "იტალიელებზე გაბრაზებული ვარ და გამარჯვებას არ ვულოცავ"

ბელგიის ნაკრების ფეხბურთელმა ადგილობრივ მედიასთან იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ბელგიამ შეცდომების გამო წააგო, მაგრამ იტალიის ნაკრებს გამარჯვებას არ მიულოცავს, რადგან იტალიელ ფეხბურთელებზე გაბრაზებულია.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ. პირველი გოლის დროს შევცდი, ბურთის შენარჩუნებას ვცდილობდი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება არ იყო. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც წინა წლებში, როდესაც დიდ ტურნირებზე ნაადრევად გამოვეთიშეთ. ახლა ანალიზი უნდა გავაკეთოთ, რა იყო არასწორი. იტალია კარგი გუნდია, სტატისტიკაც მოწმობს, მაგრამ მათ გამარჯვებას არ მივულოცავ, რადგან ბოლოს ძალიან გამაბრაზეს. თუმცა, ეს მხოლოდ საბაბია, მთლიანობაში ჩვენს შეცდომებზე უნდა ვიფიქროთ, ეს ყველაფერი ჩვენი ბრალი იყო“, - თქვა ვერტონგენმა.

შეგახსენებთ, იტალიამ ბელგია 2:1 დაამარცხა და ევრო 2020-ის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.

0.132891