ფეხბურთი

1:07 | 4.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინამ ინგლისს წინააღმდეგობა ვერ გაუწია

უკრაინელებისთვის ეს არ იყო მხოლოდ მეოხედფინალი. წინა დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ, მგზნებარე წერილი გამოაქვეყნა ტვიტერში: „ხვალ ისევ ბრძოლაში. ხვალ მთელი უკრაინა თქვენთან იქნება. მესმის, რომ ფეხბურთელები რამდენიმე დღეა შინ არ ყოფილან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა უკრაინელი გეტყვით: ბიჭებო, ჯერ ადრეა სახლში დაბრუნება.“

მაგრამ არაფერი გამოვიდა. ინგლისი ორი თავით მაღლა არმოჩნდა უკრაინელებზე და იოლად, 0:4 დაამარცხა.

ინგლისის ნაკრებში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. როგორც იქნა, სასტარტოში გამოჩნდა უკვე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ჯეიდონ სანჩო. „დორტმუნდმა“ და მანჩესტერელებმა შეთანხმებას 1 ივლისს მიაღწიეს. ყველა წვრილმანი მოგვარებულია, ევრო 2020-ის შემდეგ 21 წლის სანჩო სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ოფიციალურად გამოცხადდება „ეშმაკუნად.“

„ჯეიდონმა მართალც ჩინებულად წარმოაჩინა თავი ბოლო ვარჯიშებზე და დაიმსახურა ძირითადში ადგილი. ეს დიდი გამოწვევაა ჩვენი შემტევებისთვის.“ - უთხრა თამაშის წინ საუთგეიტმა BBC-ს.

ინგლისელები ადრეული გოლით დაწინაურდნენ. ჰარი კეინმა რაჰიმ სტერლიგის პასი მიიღო საჯარიმოში და ვარდნაში, თავის სტილში, შანსი არ დაუტოვა უკრაინელთა მეკარე გეორგი ბუშჩანს. კეინმა მეორე ტაიმშიც შეაგდო და დუბლი მიითვალა.

კეინი პირველი ფეხბუთელი გახდა ინგლისის ნაკრების ისტორიაში, ვისაც ევროპის ჩემპიონატების ფლეი ოფის ზედიზედ ორ მატჩში გაუტანია. მანამდე, შეგახსენებთ, „ტოტენჰემის“ კაპიტანმა, მერვედფინალში გერმანელთა კარიც დალაშქრა.

გადამწყვეტი ჰარი მაგუაირის გოლი გამოდგა, რომელიც მანჩესტერელმა დიდებული თავურით შეაგდო მეორე ტაიმის პირველივე წუთზე. ამან უკრაინელელები გატეხა და მინდორზე ერთი გუნდი დარჩა. სიუჟეტი ისე ვითარდებოდა, რომ ყველა მხოლოდ ერთს ელდა: კიდევ რამდენს გაიტანდნენ საუთგეტის შეგირდები.

საბოლოოდ - 0:4.

ინგლისი ზედიზედ მეორედ გავიდა დიდი ტურნირის ნახევარფინალში და 7 ივლისს, ლონდონში, დანიის ნაკრებს შეხვდება.

უკრაინა - ინგლისი 0:4

რომი. „ოლიმპიკო“

უკრაინა: ბუშჩანი, კრივცოვი (ციგანკოვი 36), ზაბარნი, მიკოლენკო, მატვიენკო, კარავაევი, ზინჩენკო, სიდორჩუკი (მაკარენკო 64), შაპარენკო, იარმოლენკო, იარემჩუკი

მწვრთნელი: ანდრეი შევჩენკო

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, მაგუაირი, სტოუნზი, შოუ (ტრიპიერი 65), რაისი (ჰენდერსონი 57) , ფილიპსი (ბელინგემი 65), მაუნტი, სანჩო, სტერლინგი (რაშფორდი 65), კეინი (კალვერტ-ლიუინი 73)

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

გოლები: 1:0 კეინი (4), 2:0 მაგუაირი (46), 3:0 კეინი (50), 4:0 ჰენდერსონი (63)

გაფრთხილება არ ყოფილა

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 2(1)-6(2); ბურთის ფლობა: 49% - 51%; კუთხურები: 3-2; თამაშგარე: 0-2;

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ჰარი კეინი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.143361