ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი ბასტიან შვაინშტაიგერი იტალია - ბელგიის შეხვედრას გამოეხმაურა და „სკუადრა აძურას“ ცენტრალური მცველები, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი გამოარჩია.
„ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველები არიან“, - დაწერა ტვიტერში შვაინშტაიგერმა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის მეოთხედფინალში ბელგია 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში 6 ივლისს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.