იტალიის ნაკრების სოციალურ მედიაში ბელგიის ნაკრები დატროლეს. საქმე ისაა, რომ მატჩამდე ბელგიელთა ოფიციალურ სოციალურ გვერდზე რომელუ ლუკაკუს ფოტო გამოქვეყნდა, რომელიც შემდეგნაირად დაასათაურეს:
„მივედი, ვნახე, ...“ - იულიუს კეისარის ცნობილი ფრაზა, რომელიც ბოლოვდება სიტყვა გამარჯვებით და ბელგიელებმა ეს სიტყვა 3 წერტილით ჩაანაცვლეს. ისინი იმედოვნებდნენ, რომ თამაშის შემდეგ სათანადოდ დაასრულებდნენ.
თუმცა, ბელგია დამარცხდა და იტალიის ნაკრების სოციალურ მედიაში სწორედ ბელგიელთა ეს პოსტი გაზიარდა, რომელსაც ერთადერთი სიტყვა დაემატა - „გავიმარჯვე“.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებმა ბელგია 2:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში 6 ივლისს, ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.