ფეხბურთი

1:41 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პეტკოვიჩი: "ესპანეთი ფავორიტია, მაგრამ გვინდა ახალი ემოციები შევქმნათ"

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა ესპანეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. გამოცდილი სპეციალისტის თქმით, მეტოქე ფავორიტია, მაგრამ შვეიცარიას ნახევარფინალში გასვლის დიდი სურვილი აქვს.

“ისევ ვემზადებით, როგორც საფრანგეთთან მატჩისთვის. ჩვენ აღვნიშნეთ ეს წარმატება, მაგრამ ახლა დროა ახალი ემოციები შევქმნათ. უნდა გვჯეროდეს და ვაჩვენოთ, რომ უფრო მეტად წინსვლა გვინდა.

ესპანეთი ტექნიკური და შრომისმოყვარე გუნდია. ეს ვიცით წინა მატჩებიდან, ისინი ფავორიტები არიან, მაგრამ გვინდა ჩვენს მიზანს მივაღწიოთ და წინ წავიდეთ. რა თქმა უნდა, როდესაც ჯაკას მსგავსი გავლენიანი მოთამაშე გაკლია, მოედანზე ყველა მოთამაშემ 10%-ით მეტი უნდა გაიღოს, ირბინონ, იყვნენ აგრესიულები და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“, - თქვა პეტკოვიჩმა.

შეგახსენებთ, ესპანეთისა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 2 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114493