ფეხბურთი

21:38 | 1.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სოსიედადმა" ისაკს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

სან სებასტიანის „რეალ სოსიედადმა“ ალექსანდერ ისაკს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ინფორმაცია ესპანური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

შვედმა ფეხბურთელმა „სოსიედადთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბში რჩება, იმის მიუხედავად, რომ სხვა კლუბების მხრიდან ინტერესი მაღალი იყო.

გასულ სეზონში ალექსანდერ ისაკმა ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114259