სერხიო რამოსი კარიერას „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს. RMC Sport-ის ცნობით, მხარეებს შორის ყველანაირი შეთანხმება უკვე მიღწეულია და უახლოეს დღეებში ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.
რამოსი პსჟ-სთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო ხელფასის დეტალები ამჟამად უცნობია.
რამოსი ფრანგულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან დღეიდან მას „რეალთან“ კონტრაქტი აღარ აკავშირებს.
მიმდინარე ზაფხულს ყველაზე მეტად სწორედ პარიზელები აქტიურობენ, რომლებმაც უკვე დაიმატეს ჟორჟინიო ვეინალდუმი, ჯანლუიჯი დონარუმას და აჩრაფ ჰაკიმის ტრანსფერებს კი მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია.