მადრიდის „რეალის“ მცველი, რაფაელ ვარანი, დიდი ალბათობით, კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.
ESPN გვამცნობს, რომ მანჩესტერული კლუბი ძალიან ახლოსაა 28 წლის ფრანგის ყიდვასთან, რომელსაც მადრიდულ კლუბთან კიდევ ერთი წლით აკავშირებს კონტრაქტი.
მანჩესტერელები დარწმუნებული არიან, რომ ვარანს 50 მილიონ ევროდ გადაიბირებენ, მადრიდელები 70 მილიონს ითხოვენ. თუმცა, „რეალი“ მზადაა მოსალაპარაკებლად, რათა გაისად უფასოდ არ მოუწიოს ფრანგის დათმობა,
ვარანი „რეალში“ 2011 წლიდან თამაშობს.