ფეხბურთი

14:20 | 1.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიურანტი მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტის ვადის გასვლას გამოეხმაურა

„ბრუკლინ ნეთსის“ კალათბურთელი, კევინ დიურანტი, ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტის ვადის გასვლას გამოეხმაურა. კონტრაქტისა, რომელიც ყველაზე მსუყეა სპორტის ისტორიაში.

2017 წელს მესიმ კატალონიურ კლუბთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ამ ხნის განმავლობაში 674 მილიონი დოლარი მიიღო.

„სიგიჟეა“ - დაწერა დიურანტმა ტვიტერში.

თავად დიურანტს „ბრუკლინთან“ 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, რომლის განმავლობაშიც 164 მილიონ დოლარს მიიღებს.

0.122106