ფეხბურთი

11:52 | 1.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი გერმანიის ნაკრებიდან წავიდა

მადრიდის „რეალისა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, გადაწყვიტა ბუნდესნაკრებს დაემშვიდობოს.

ევრო 2020-ის მერვედფინალში გერმანელებმა ინგლისელებთან 0:2 წააგეს და ტურნირს ჩამოშორდნენ. კროოსმა 90 წუთი დაჰყო მინდორზე და როგორც Marca წერს, ეს მისი ბოლო მატჩი იყო ნაციონალმანშაფტში.

ოფიციალურად წასვლის შესახებ 31 წლის კროოსი ამ დღეებში განაცხადებს.

კროოსი გერმანიის ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობდა. ჯამში მან 106 შეხვედრა ჩაატარა და

17 გოლი გაიტანა. 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

0.130735