ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად ნუნუ ეშპირიტუ სანტუ დაინიშნა. ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
მხარეებმა კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმეს. სანტუ ბოლოს „ვულვერჰემპტონში“ მუშაობდა და საკმაოდ წარმატებითაც, რის შედეგადაც მისი მიწვევა „მამლებმა“ გადაწყვიტეს.
47 წლის პორტუგალიელს კარიერის განმავლობაში „რიუ ავე“, „ვალენსია“ და „პორტუ“ გაუწვრთნია.